Persepolis complete signing of Gvelesiani - Tehran Timesგახსოვთ გიორგი გველესიანი? თბილისის „დინამოს“ ტანმაღალი ცენტრალური მცველი? ის ბოლო დროს ირანულ „სეპაჰანში“ გამოდიოდა, ახლა კი კლუბი შიცვალა და თეირანის „პერსეპოლისში“ გადაბარგდა, გუნდში, რომელიც 1963 წელს დაარსდა. „პერსეპოლისს“ ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ აქვს მოგებული ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 6-ჯერ თასი, 4-ჯერ სუპერთასი, ერთხელ – აზიის თასების მფლობელთა თასი. გველესიანის ახალმა გუნდმა 2-ჯერ ითამაშა კონტინენტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„პერსეპოლი“ თამაშობს თეირანის „აზადის“ 78-ათასიან სტადიონზე. კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ჩვენიანი ირანულ საკლუბო ფეხბურთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, თუმცა არჩევანი გაცილებით ტიტულოვან კლუბზე შეაჩერა.

გიორგი გველესიანი რამდენიმე თვის წინ საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც იყო გამოძახებული, მაგრამ ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ იმ პერიოდში სასურველ სპორტულ ფორმაში არ იმყოფებოდა და  ჩამოსვლაზე თავად თქვა უარი. 31 წლის გიორგი გველესიანი ახლა ახალ სანაკრებო შანსს ელის.

Giorgi Gvelesiani Extends Contract with Sepahan - Sports news - Tasnim News  Agency