ნათელა ძალამიძემ, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მოქალაქეობა შეიცვალა, ქართული პასპორტი აიღო და მოახლოებულ „უიმბლდონზე“ ჩვენი სახელით ითამაშებს. ძალამიძე, აქამდე რუსეთში ვარჯიშობდა, WTA-ს რეიტინგშიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლად იყო ხსენებული. ახლა კი მის პროფილზე საქართველო და ჩვენი ქვეყნის დროშაა მითითებული.
ნათელა ძალამიძე WTA-ს 44-ე პოზიციაზეა, ოღონდ წყვილთა თანრიგში. მას ორი ტურნირი აქვს მოგებული. ბოლოს რუსეთის სახელით საფრანგეთის ღია პირველობაზე წყვილებში რუს კამილა რახიმოვასთან ერთად, ხოლო შერეულ წყვილებში ყაზახეთის წარმომადგენელ ალექსანდრ ბუბლიკთან ერთად ითამაშა.
„უიმბლდონზე“ ის წყვილებში ძალამიძე სერბ ალექსანდრა კრინიჩთან ერთად ითამაშებს. შეგხსენებთ, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წლეულს რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები „უიმბლდონზე“ ვერ ითამაშებენ, შესაბამისად, არც სხვა ჩოგბურთელებს დაეწერებათ სარეიტინგო ქულები.