Manchester City have confirmed their signing of Erling Haaland from Borussia Dortmund (Photo via ManCity.com / Manchester City)ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდიდან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, „ეტიჰედ სთედიუმზე” ჩავიდა და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, კლუბის მზარეულებს შეხვდა.

21 წლის ნორვეგიელი გოლების მანქანა დარწმუნდა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გემრიელი კვება გარანტირებული აქვს და დამშვიდდა. მან ისიც კი შეამოწმა, ამზადებენ თუ არა „ქალაქელი” მზარეულები მის საყვარელ კერძებს.

„სიტიმ” გადაიღო ყველა კადრი, ბარსელონაში ჩატარებული ჰოლანდის სამედიცინო შემოწმებით დაწყებული, ახალი თანაგუნდელების რუბენ დიასისა და აიმერიკ ლაპორტეს გაცნობით დამთავრებული და ამ კადრებიდან ყველაზე შთამბეჭდავი მზარეულებთან შეხვედრის ამსახველი ეპიზოდები გამოდგა.

წერენ, რომ თავდამსხმელი დათვივით ჭამს.

„ხომ ყველაფერი კარგად არის? თქვენ ამ კლუბში ჩემი ყველაზე საყვარელი ხალხი იქნებით,” — უთხრა ჰოლანდმა მზარეულებს. ერთ-ერთმა მზარეულმა ახალწვეულს ჰკითხა რამეს ხომ არ ინებედა, რაზეც მან უპასუხა, რომ სიამოვნებით შეჭამდა ომლეტს ყველითა და ლორით. და სანამ მზარეულები კერძს ამზადებდნენ, ჰოლანდმა ხილს გაავლო მუსრი.

ფეხბურთელის მამამ, „მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მოთამაშემ ალფ-ინგე ჰოლანდმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი კრიშტიანუ რონალდუს დიეტის მიმდევარია.