The matter over suspicious betting patterns has been referred to the National Crime Agency in a development which indicates serious concern over corruption and possible criminalityგრანიტ ჯაკამ ახლახან დამთავრებულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში იმდენად უცნაური ყვითელი ბარათი მიიღო, რომ მის წარმოშობას დანაშაულებათა ეროვნული სააგენტო იძიებს. საქმეს ტოტალიზატორთან დაკავშირებული სკანდალის სუნი ასდის. იკითხავთ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რას მიკეთებსო. საქმე სწორედაც ის არის, რომ ფეხბურთის ასოციაციამ მომხდარი ექვსი თვის განმავლობაში იძია და სერიოზული დანაშაულის კვალი რომ შეამჩნია, საქმეში კომპეტენტური სამსახური ჩართო. დიდი შანსია სისხლის სამართლის დანაშაულის კვალი გამოვლინდეს.

„არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრა 18 დეკემბერს ლიდსში, „ელანდ როუდზე” გაიმართა. ფეხბურთის ასოციაციამ გამოძიება იმიტომ წამოიწყო, რომ მას ჯაკას ყვითელ ბარათთან დაკავშირებულ საეჭვო ფსონზე მიუთითეს. კერძოდ, როდესაც თამაშის დამთავრებამდე 10 წუთი რჩებოდა და „არსენალი” 4:1-ს იგებდა, მავანმა 52 000 გირვანქა დადო, რომ ჯაკა ყვითელ ბარათს მიიღებდა. და მართლაც, 86-ე წუთზე, შვეიცარიელი, რომელიც წარმოშობით კოსოვოელი ალბანელია, დროის გაყვანისთვის გააფრთხილეს — მის ნახევარზე ჯარიმა იყო დანიშნული, ის კი დროს წელავდა. სანამ ანდრე მარინერმა ყვითელი ბარათი არ ამოუღო, მანამდე არ მიჰკრა ბურთს ფეხი.

საეჭვო ფსონის დამდებმა კლიენტმა 250 000 გირვანქა მოიგო. ტოტალიზატორმა ამის შესახებ ფეხბურთის ასოციაციას შეატყობინა, „დეილი მეილს” კი უთხრეს, რომ ყვითელ ბარათის გამოცნობაზე ჩვეულებრივ ამხელა თანხა არ შეაქვთ.

საეჭვო იყო ისიც, რომ ჯაკამ ყვითელი მაინცდამაინც მაშინ მიიღო, როდესაც კოეფიციენტი გაიზარდა.

შვეიცარიელი ადრე კანონის დარღვევაში არასდროს შეუმჩნევიათ, თუმცა „არსენალში” დისციპლინით ვერ გამოირჩევა: გასულ სეზონში ათჯერ გააფრთხილეს და ორჯერ გააძევეს მოედნიდან. მას „მეთოფეების” მაისურით ჩატარებული შეხვედრების მეოთხედში ამოუღეს ყვითელი ბარათი.