თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა. ეს სანდროსთვის პირველი ევროპული ოქროა.
ფინალამდე სანდრომ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, უნგრელ არონ შილაგს 15:7 მოუგო და ოლიმპიადაზე მსაჯების მიკერძოების გამო განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. სხვათა შორის, ეს ბრძოლა ნაადრევ ფინალად იქნა შეფასებული.
შილაგის შემდეგ სანდრომ გერმანელი მატიას საბოს 15:13 სძლია, რუმინელი რაზვან ურსაჩს 15:8 გაუსწორდა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ელიოტ ბიბის კიდევ უფრო იოლად მოუგო — 15:4.
ლუკა კურატოლიმ მეოთხედფინალში სანდროს ძმა, ბექა ბაზაძე დაგვიმარცხა – 15:11. ასე რომ, სანდრომ ძმისა და საქართველოს სახელით რევანში იაღო. ბექამაც კარგად იფარიკავა: ჯერ ბრიტანელი ბარნაბი ჰოლიველი (15:9) დაამარცხა, შემდეგ უკრაინელი იური ცაპი (15:11).






