გადაიარა სანაკრებო ციებ-ცხელებამ და ისევ ეროვნული ჩემპიონატის დრო დადგა. ნანაკრებევს მე-17 ტური გაიმართა.
მეტი ამბიცია
„სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო (2:1) და ეს აღარავის გაკვირვებია. წყალტუბოელები მეორე წელიწადია ელიტაში არიან და „დინამოს“ ისინი ჯერ ვერ დაუმარცხებია. ამას უხერხული მეტოქეობაც აღარ ჰქვია.
წყალტუბოელებმა მიჯრით მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (7 მოგება, 3 ფრე), „დინამოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალეს და პირველად დადგნენ მეორე ადგილზე.
მათგან საუკეთესო 33 წლის ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდო გახდა, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა. „დინამომ“ კი მოახლოებული ევროსეზონის წინ, მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთო – თქვა შემდეგ დინამოელთა თავკაცმა კახა ცხადაძემ.
ულიდერებოდ
„ბათუმმა“ „გაგრა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. ზღვისპირელებს ხვიჩა კცარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი განაცხადიშც არ ჰყავდათ. ისინი სანაკრებო მატჩებით არიან გადაღლილი და მათი არყოფნაც ლოგიკურია.
თუმცა, გია გეგუჩაძის შეგირდებს მეტოქის ძლევა არ გასჭირვებიათ და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობენ ცხრილს.
ეს ბათუმელთა ზედიზედ მე-14 წაუგებელი მატჩი გახლდათ (9 მოგება, 5 ფრე). „გაგრა“ კი მიჯრით მე-5 შეხვედრაში დამარცხდა.
ლოკომოტივის პირველი
„ლოკომოტივმა“ შვიდთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. 2021 წლის 1 ნოემბერს რკი ნიგზელებმა „სამტრედია“ დაამარცხეს 4:2. ეს იყო და ეს. შემდეგ მოგების სიტკბო აღარ განეცადათ. როგორია ზედიზედ 16 მარცხი, ამას შარშანდელ სეზონში ბოლო სამი წაგებული შეხვედრაც დავუმატოთ და ჯამში მიჯრით 19 გამოვა.
ამჯერად „ლოკომოტივმა“ 2:1 აჯობა „საბურთალოს“ ირაკლი ჭიაბრიშვილის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გოლებით. საბურთალოელთაგან კი თავი ბრაზილიელმა ჟულიუ ვინისიუსმა გამოიჩინა.
ეგ არის, ამ სანაკრებო დღეებისას საბურთალოელებს მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ. ლევან კორღალიძე ლაშა ნოზაძემ შეცვალა. და ეს ევროტურნირებამდე ერთი თვით ადრე.
მართალია, ნოზაძე თბილისურ კლუბში შინაური კაცია, 2013 წლიდან მუშაობს, მაგრამ მაინც…
მჭედლიძე, შულაია, ჩხეტიანი
„ტორპედომ“„სიონი“ 3:0 გაანადგურა. მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა ლევან მჭედლიძემ. დუბლი შეასრულა აკაკი შულაიამ. კახა ჩხეტიანმა კი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეორე მატჩი ჩაატარა და მეორედ გაიმარჯვა.
ქუთაისელებმა ბოლნისელებს ზესტაფონში უმასპინძლეს, რადგან მათ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე რეკონსტრუქცია დაიწო.
„თელავი“ და „დილა“ კი ერთმანეთს უგოლოდ დაშოდნენ.
თელავი 0:0 დილა
ლოკომოტივი 2:1 საბურთალო
1:0 ჭიაბრიშვილი (22), 2:0 ანდრონიკაშვილი (56), 2:1 ვინისიუსი (71)
გაგრა 0:3 ბათუმი
0:1 კობახიძე (45), 0:2 გაფრინდაშვილი (52), 0:3 ჯიღაური (72)
სამგურალი 2:1 დინამო
0:1 ბარნსი (5), 1:1 ბაშელეიშვილი (9), 2:1 კალანდარიშვილი (52), 2:1
ტორპედო 3:0 სიონი ზესტაფონში
1:0 მჭედლიძე (15), 2:0, 3:0 შულაია (45, 89)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 35 | 23 | 8 | 4 | 71:28 | 77 |
ბათუმი | 35 | 23 | 7 | 5 | 85:32 | 76 |
სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55:41 | 57 |
დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45:35 | 56 |
ტორპედო | 35 | 15 | 8 | 12 | 46:46 | 53 |
საბურთალო | 35 | 13 | 8 | 14 | 51:48 | 47 |
თელავი | 35 | 7 | 17 | 13 | 28:36 | 36 |
გაგრა | 35 | 9 | 9 | 17 | 35:55 | 36 |
სიონი | 35 | 7 | 12 | 16 | 33:58 | 33 |
ლოკომოტივი | 35 | 1 | 5 | 29 | 26:96 | 8 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 10, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი) – 8, ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 7, ნიკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 6