Florentino Pérez's 10 mistakes at Real Madrid | Atalayar - Las claves del mundo en tus manosმადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესეს ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხა „დორტმუნდიდან“ ნორვეგიელი შემტევისმ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება. პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. ჰოლანდი რად გვინდოდა? სკამზე დასაჯდომად წამოგვეყვანა? 2 წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ახლა, ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ და ახალწვეულებს ადაპტაციაში უნდა დავეხმაროთ. სატრანსფერო ფანჯარა ამ ეტაპზე რეალისთვის დახურულია. სამიზნე არ გვყავს. ივლისსა და აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით. დიახ, ერთ დღეს ბენზემას შემცვლელი დაგვჭირდება, მაგრამ ახლა სათადარიგოთა სკამზე ის არ დაჯდება“!