Unbekannt - UEFA Champions League Badge Size 30 mm : Amazon.co.uk: Sports &  OutdoorsUEFA Europa Conference League on Twitter: "? Who'll lift the trophy in  May? ? #UECLdraw | #UECL https://t.co/aBMPPae3Oi" / Twitterგუშინ უეფას შტაბ-ბინაში ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. დღეს კი, გუნდებმა უკვე ის გაარკვიეს, თუ ვინ შეხვდებათ მეორე ეტაპზე.

ჩემპიონთა ლიგაში „ბათუმისა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშსა“ და ყაზახურ „ტობოლს“ შორის უმჯობესი იქნება. დამარცხებული ავტომატურად ევროპის ლიგაში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ხოლო თუ „ბათუმი“ პირველსავე ეტაპზე დამარცხდა კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს და პოზნანის „ლეხსა“ და „ყარაბაღს“ შორის მოგებულს შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 19-20 და 26-27 ივლისს გაიმართება.

კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე: თუ თბილისის „დინამო“ შემდეგ ეტაპზე გავიდა სომხეთის „არარატ-არმენია“ შეხვდება, გუნდს, რომელმაც 2019 წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „საბურთალო“ დაითხოვა.

თავის მხრივ „საბურთალო“ კი შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ანუ ალბანური „პარტიზანს“ თუ დაამარცხებს, „დინამოს“ ძველ ნაცნობ ბუქარესტის „სტიაუას“ გაეჯიბრება.

რაც შეეხება გორის „დილას“, თუ ფინური „კუუპიოს“ ბარიერს დაძლევს ლიტუვური „პანევეჟისსა“ და მოლდოვური „მილსამის“ წყვლის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7 და 14 ივლისს შედგება, ხოლო მეორე ეტაპის შეხვედრები 21-28 ივლისს გაიმართება.