ოფიციალურად: გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავას "სლოვანში" ითამაშებენ - Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვაშვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპული ტურნირების წილისყრა გაიმართა. გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეები როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.
საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე ქართველების კარგად ნაცნობი ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავკაცობს, ხოლო გუნდის შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, ხოლო საპასუხო ერთი კვირის თავზე – ბათუმში.
კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდები პირველ მატჩებს შინ ითამაშებენ. „საბურთალო“ პირველ რაუნდში ალბანურ „პარტიზანს“ შეხვდება. პირველი მატჩი 7 ივლისს იქნება, საპასუხო კი, 14 ივლისს, ტირანაში.
ამავე დღეებში ითამაშებს თბილისის „დინამო“, რომელსაც მეტოქედ ესტონური „პაიდე“ ერგო. პირველად გუნდები „დინამო არენაზე“ გაარკვევენ ურთიერთობას, მერე – ესტონეთში.
„დილას“ მეტოქე კი ფინური კუოპიო იქნება. ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად 7 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი „თენგიზ ბურჯანაძეზე“ 14 ივლისს.