ორშაბათ საღამოს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ნახევრმცველი, დევიდ ბექემი საზოგადოებაში თავის უმცროს გოგონასთან, 10 წლის ჰარპერთან ერთად გამოჩნდა. ჰარპერს 1 600-გირვანქიანი ვარდისფერი კაბა ეცვა. მამა-შვილი ერთთავად უღიმოდნენ ერთმანეთს და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.
ეს ამბავი ვენეციაში, თეატრ Fenice-ში ხდებოდა.
47 წლის დევიდს კიდევ სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის ბრუკლინი, რომეო (19) და კრუსი (17). თუმცა ისინი ღონისძიებაზე არ გამოჩენილან.