Nikoloz Basilashvili Net Worth, Career Earnings, Endorsement, Career  titles, Girlfriend, Coach and more » FirstSportzგერმანულ ჰალეში, ბალახის საფარზე პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენიამა 500-იანი ტურნირის სტარტზე მესამე ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვს 7:6 6:4 სძლია. მატჩი 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის სტარტი ჩვენიანისთვის საკმაოდ მძიმე გამოვიდა – ნიკამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი ჩაწოდება და მალევე 0:2 ჩამორჩა. ნიკა დროულად გამოფხიზლდა, აგრესიული ათამაშდა და ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და უკვე თავად დაწინაურდა 5:2. საბოლოოდ მივიღეთ ტაიბრეიკზე და ბასილაშვილის უნაკლო ჩოგბურთი – 7:6  (7:1).

მეორე პარტიის მეხუთე გეიმში შეასრულებული ბრეიკით კი ჩვენიანმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ბოლომდე შენარჩუნა და საბოლოოდ მატჩიც მოიგო – 7:6 6:4.

ჰალეს ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ოტესა და კეჩმანოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.