„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, უეინ რუნი, ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებდა. მეუღლე კოლინი და ოთხი ვაჟი: კაი, კლეი, კიტი და კესი აღფრთოვანებული დარჩენილან დუბაიში გატარებული დროით. დელფინებთან ერთადაც უცურავიათ, რითიც ბავშვებს განსაკუთრებით უხალისიათ.
კოლინმა ინსტაგრამში ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით: „დუბაი შენ ფანტასტიკური ხარ!“
ოჯახი ბრიტანეთში დაბრუნდა, სადაც ორ კვირაში სასამართლო პროცესი ელით. მოგეხსენებათ, კოლინი დეტექტივი გახდა და „ლესტერის“ შემტევის, ჯეიმი ვარდის მეუღლე რებეკას, რომელთანაც მეგობრობდა, პირადი ინფორმაციის გაჟონვაში დასდო ბრალი. საქმე 3 მილიონ გირვანქას ეხება, თუმცა კოლინმა თქვა: სასამართლოს შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. მე უკვე გავიმარჯვეო.