ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), სლოვანი (სლოვაკეთი), ლინკოლნი (გიბრაკტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია), – ამათგან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე. წილისყრა 14 ივნისს შედგება.

აზერბაიჯანისა და მოლდოვის ჩემპიონებს ჩვენებთან ადრეც უთამაშიათ. სლოვაკურ „სლოვანში“ კი მოგეხსენებათ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისი იყო, რომელმაც კლუბი ახლახან დატოვა.

გიბრალტარის პირველი გუნდი სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე სასურველი ვარიანტია და არც ირლანდიურ „შემროკთან“ შეყრა იქნება მაინცდამაინც დასაწუნი.

Liverpool, Real Madrid play Champions League 2022 final in Paris