ასეთი დინამო არენა დიდი ხანია არ გვინახავს – სავსე და ერთიანი. უფრო მეტიც, ახლა ხალისიც ხალისიანი იყო. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და საათის წამზომს ჯერ წრეც არ ჰქონდა შემოვლილი, რომ სავსე სტადიონი კინაღამ დაინგრა – ვაკო ყაზაიშვილი საჯარიმოში წაიქცა და… VAR-ზე გადამოწმებით, პენალტი არ დაინიშნა…
მერვე წუთზე ტოდორ ნედელევს ტაში დაუკრეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს. ესეც სიმბოლური იყო – თბილისში ავტოკატასტროფაში მოხვედრილი და სიკვდილს გადარჩენილი ნედელევი ბულგარეთის ნაკრებში 8-ნომრიანი მაისურით თამაშობს.
პირველ ტაიმში მაყურებელი შიგადაშიგ ხმაურობდა, მაგრამ საგოლე მომენტამდეც კი საქმე არ მისულა. მეტიც, კარში ვერ დავარტყით. საათის თავზეც იხუვლა ტრიბუნებმა – კვარაცხელიას რბილი დარტყმული მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან. იმავე შეტევაში გიორგი მიქაუტაძეს აუღო ბულგარელთა მეკარემ. გოლი კი არ ჩანდა…
არ ჩანდა და მატჩიც მიილია…