ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში გამოსვლა დაასრულა და ევროპაში პროფასიული კარიერისთვის ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT - 1TVვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა:

– ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი წინადადებებს დაინტერესებული კლუბებისგან და უკან, ამერიკაში დაბრუნება თუ არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში დავრჩები.

ევროპაში თამაშის გამოცდილება კი ვილის აქვს – ოკეანის გაღმა წასვლამდე ის ესპანეთში, „გრან კანარიაში“ გამოდიოდა და თავად გვითხრა, მისი გენტი ესპანურ ვარიანტებზეც მუშაობს.

– როდესაც კლუბში დამიძახებენ, მინდა კარგ ფორმაში ვიყო. რაც შეეხება ნაკრებს, იქ მოხვედრა ყველა კალათბურთელის ოცნებაა. არც მე ვარ გამონაკლისი.

და რა ხდებობოდა კოლეჯების ლიგაში? როგორ გამოიჩინა თავი ვილი ისიანმა?

– „დეტროიტ მერსიში“ ბოლო სეზონს ვატარებდი, გუნდის საკვანძო კალათბურთელი ვიყავი. ეს იყო სეზონი, რომელიც თითქმის უტრავმოდ ჩავატარე. გუნდმა კონფერენციის ნახევარფინალში ითამაშა, თუმცა ფინალში გასვლაც შეგვეძლო. საქმე ის არის, რომ კორონავირუსის გამო ხუთი თამაში გაგვიუქმდა. რომ გვეთამაშა, მათგან სამს მაინც მოვიგებდით და სატურნირო ცხრილში ისეთ ადგილს დავიკავებდით, ნახევარფინალამდე დამატებითი გადათამაშება არ მოგვიწევდა. ნახევარფინალში დასვენებულ გუნდს შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდით.

და ერთიც. ისიანი დეტროიტში გოგა ბითაძის თამაშსაც დაესწრო და ცხადია, ამის შესახებაც ვკითხეთ:

– ჩვენი გუნდის მწვრთნელის დონი მარშის შვილი „ინდიანა პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. მან მთელ გუნდს დაგვირიგა ბილეთები და გოგას თამაშს დავესწარი. ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია, NBA-ში თავისი ადგილი უკვე იპოვნა.