ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში, გიბრალტარისა და ბულგარეთის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს, რასაც ბულგარულმა საიტმა 24часа-მ ირონიით გმირობა უწოდა — გიბრალტარში ფრე ხუმრობა არ არისო.

„მანამდე, ეგრეთწოდებულმა ლომებმა რაზგრადში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1 ითამაშეს, საქართველოსთან კი 2:5 წააგეს, — წერს „24 საათი” და დასძენს, — ახლა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც სათავეში დროებითი მწვრთნელი გეორგი ივანოვი უდგას, ფრედ ითამაშა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა მოხუცების და ჩვილების ჩათვლით „ლევსკიზე” რომ დასვა, სულ მცირე 8 ათასი ადგილი დარჩება.

ანგარიში პირველი ტაიმის წამატებულ წუთებში გეორგი მილანოვის ჩაწოდებით გეორგი მინჩევმა გახსნა.

დროებითმა მწვრთნელმა ივანოვმა საქართველოსთან 2:5 წაგების შემდეგ სცადა გუნდი ცვლილებებით გამოეცოცხლებინა. მან სკამზე დასვა კირილ დესპოდოვი და ტოდორ ნედელევი, მაგრამ ამან არ უშველა. შეხვედრა დასრულდა 1:1 (მასპინძელთაგან ლაიამ უოქერმა 61-ე წუთზე შეაგდო). გონზომ თამაშის მიწურულს მოედანზე ყველა შესაძლო შემტევი ფეხბურთელი შეყარა, მაგრამ უშედეგოდ”.

The interim coach of Bulgaria Georgi Ivanov Gonzo