Image 10
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა „ტოშე პროესკიზე“ ივარჯიშა

დღეს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მატჩი აქვს. ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაშებს. სატურნირო ცხრილში საქართველო მეტოქეზე წინ არის, ამიტომ აქაურები ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ საქართველო მოიგებს, პირველ წრეს სოლიდური უპირატესობით დახურავს. სანიოლის გუნდს ფრეც მეტოქეზე კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. ეს მაკედონიაშიც კარგად იციან და ამიტომაც, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. მეტიც – ფეხბურთელებს ავალდებულებენ და ბულგარეთთან დაკარგულ ქულებს (1:1) მისტირიან.

ჩრდილოეთ მაკედონიელ ქომაგებს განსაკუთრებით ელიფ ელმასის ეიმედებათ. „ნაპოლის“ ნახევარმცველი ისეა მათ გუნდში, როგორც ჩვენთან ელმასის მომავალი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია. ელმასი ძალიან პოპულარულია. მათი აზრით მისი მოედანზე ყოფნის დროს მაკედონია სხვა გუნდია, ბევრად უფრო ძლიერი.

Image 59
ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ლორია: წინ ხვიჩას იმედი გვაქვს, უკან – გიორგის

კვარაცხელია ვახსენეთ და მასპინძლები ჩვენებურს ძალიან კი უფრთხიან. კარგად ახსოვთ, რომ იმ ორი გოლიდან, რომელიც საქართველოს ნაკრებს მათ კარში აქვთ გატანილი, ორივე ხვიჩას შექმნილია. ერთი გაიტანა, მეორედ პენალტი მოინაგრა.

რაც შეეხება მედიას, გაგიკვირდებათ და, ტექნიკურად საკუთარ გუნდს უფრო მიიჩნევენ. ამის დასტურად ის მოჰყავთ, რომ ბულგარეთის ნაკრები საქართველოსთან შეხვედრისას ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდა. ჩვენების მთავარ იარაღად მედიაც კვარაცხელიას მიიჩნევს და კონტრშეტევებს უფრთხიან.

სამაგიეროდ, მცველებს გვიწუნებენ. თვლიან, რომ საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი ძალიან ზანტია და ეს მათ გუნდს უპირატესობას მისცემს. მიაჩნიათ, რომ ნახევარდაცვაშიც უფრო ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და ბურთის კონტროლი არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, იმასაც წერენ, რომ დღევანდელი გუნდი განსხვავდება ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდიდან, რომელსაც ორი წლის წინ ისტორიული მატჩი მოუგეს.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. თუმცა, სკოპიეში ადრიანად იგრძნობა, რომ მათი ეროვნული გუნდისთვის მნიშვნელოვანია თამაშია.

მიხეილ ჟორჟოლიანი სკოპიედან საგანგებოდ სარბიელისთვის