დღეს სკოპიეში, 2007 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული 26 წლის პოპ მომღერლის ტოდორ, იგივე ტოშე პროესკის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს უმასპინძლებს. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
წინა საღამოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მასპინძლების მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ თქვა:
„ჩვენ საქართველოს ნაკრები გავაანალიზეთ. მათ ბულგარელებთან დიდებულად ითამაშეს, მაგრამ ყველა მატჩი ცალკე ისტორიაა. ვნახოთ, რა მოხდება. ფეხბურთი გუნდური სახეობაა. გუნდი იგებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სწორედაც კარგი გუნდი გვყავს და ხვალ შეხვედრის რიტმს მაკედონია განსაზღვრავს”.






