მადრიდის „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. 36 წლის მოდრიჩმა გასულ სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა „რეალის“ ფეხბურთელი 2012 წელს გახდა. ინგლისური „ტოტენჰემიდან’ გადავიდა 35 მილიონ ევროდ. მას შემდეგ მან ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა და ასევე უამრავი საერთაშორისო თუ შინაური ტიტული. მათ შორის, „ოქროს ბურთი“ 2018 წელს.

Liverpool must stop 'pivotal' Luka Modric in Champions League final, claims  Sergio Aguero | The Independent