The Wales players were jubilant at full time„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფი საბოლოოდ ასე დასრულდა: მგზნებარე პატრიოტული, თავაშვებული ზეიმი უკრაინელებმა კი არა, უელსელებმა მოაწყეს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან; მონაწილეობას მიიღებენ იმ შეჯიბრებაში, სადაც 64 წლის წინ იყვნენ და მერე ფეხი აღარ შეუდგამთ.

უკრაინის ნაკრებს კი რუსეთის აგრესიის გამო მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. გარდა ამისა, „ლურჯ-ყვითლები” კარდიფში გამართული მატჩის გვარიანად დიდი მონაკვეთების განმავლობაში მასპინძლებთან შედარებით ტაქტიკურ და ტექნიკურ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ გაიმარჯვა გარეთ ბეილის ერთმა დარტყმამ, რომელიც 34-ე წუთზე უიღბლო ანდრეი იარმოლენკომ თავით თავის კარში შეაგდო.

მეორე ტაიმში უელსელებს კიდევ ჰქონდათ სამი მომენტი, მაგრამ მათი მეკარე უეინ ჰენესი და მცველები მეტად გადარჩნენ. VAR-მა პენალტიც კი აარიდა.

ყატარში უელსელები ითამაშებენ ჯგუფში, რომელშიც მათ გარდა იქნებიან ინგლისი, აშშ და ირანი. ცნობისთვის: მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი ბრიტანეთის ორი ნაკრები ერთმანეთს არასდროს შეხვედრია.