Sadio Mane has shockingly he will follow what Senegal people want him to do with his future at Anfield up in the airსადიო მანემ ისეთი რამ თქვა, რასაც ბრიტანულ პრესაში სენსაციური განცხადება უწოდეს. თურმე სენეგალელი ხალხის 60-70% მის „ლივერპულიდან” წასვლას ითხოვს. ამის შესახებ 30 წლის თავდამსხმელმა პარასკევს ნაკრების პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა.

მანეზე ამბობდნენ, რომ „ბაიერნში” უნდა გადასულიყო, მაგრამ თვითონ გადაჭრით ლაპარაკს არ ჩქარობს. თავდამსხმელმა თქვა:

„ლივერპულელ ფანებსა და გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ სენეგალელი ხალხის 60-70 პროცენტს უნდა, რომ სხვაგან გადავიდე. მე ცხადია გავაკეთებ იმას, რაც ჩემს ხალხს სურს”.

ბევრჯერ დაგვიწერია, რომ მანეს კონტრაქტით „ენფილდ როუდზე” 12 თვე დარჩა. ისიც არაერთხელ თქმულა, რომ ფორვარდი მერსისაიდელებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან კარგა ხანია თავს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე, „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, შესაძლოა „რეალთან” თამაში მანესთვის ჩვენს გუნდში უკანასკნელი იყოსო.

„სადაც გინდა გადავიდეს, ის ნამდვილად დიდი ფეხბურთელი იქნება”, — თქვა გერმანელმა.

გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ „ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა სენეგალელ ვარსკვლავს ოფიციალურად გაუგზავნა შეთავაზება და წელიწადში 17 მილიონი გირვანქა შესთავაზა. ამბობენ, რომ ასეთმა ხელფასმა მანე მოხიბლა. ცნობილია აგრეთვე, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება „პარი სენ ჟერმენი”.

„ლივერპულს” მანეს სანაცვლოდ 42,5 მილიონი გირვანქა უნდა. „წითლებმა” ის 2016 წელს „საუთჰემპტონიდან” 34 მილიონად იყიდეს.

„ლივერპულში” სენეგალელმა 260 შეხვედრაში 120 გოლი გაიტანა. მან ჯილდოების პირადი კოლექცია ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის ოქროს მედლებით, აგრეთვე ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასებით გაამდიდრა.