България взе само точка срещу Северна Македония в Разград 3საქართველოს ნაკრების თანაჯგუფელებმა, ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს. ეს გახლდათ ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრა. „ლომებმა” — ასე ეძახიან ბულგარელები თავიანთ საფეხბურთო ნაკრებს — რაზგრადის „ჰუვეფარმა არენაზე” ანგარიში  მე-13 წუთზევე გახსნეს, მაგრამ მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს. გთავაზობთ, ბულგარული „7 სპორტის” დანახულ თამაშს:

„შეხვედრის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ხელსაყრელი მომენტი შექმნა — გეოირგი მილანოვმა მეტოქეს ბურთი მოპარა და ტოდორ ნედელევს  გაუთამაშა. გამთამაშებელმა შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ დარტყმა ენეს ბარდიმ დაბლოკა.

შემდეგ ჩვენებმა გოლი გაიტანეს. კირილ დესპოდოვმა მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ გადაინაცვლა, მიაწოდა ნედელევს, რომელმაც დესპოდოვის მოძრაობა კარგად შეაფასა და ტექნიკურად გადაუგდო ბურთი საჯარიმო მოედანში. „ლუდოგორეცის” გარემარბმა საჯარიმოში სტუმრებს მიასწრო და დაარტყა. წითელფორმიანმა მცველმა ჩაჭრა სცადა, მაგრამ უშედეგოდ — ანგარიში გაიხსნა.

სულ მალე ჩრდილო მაკედონიელებმა ჩვენს საჯარიმოში პენალტი მოითხოვეს, მათი აზრით ფილიპ კრასტევმა ხელით ითამაშა, მაგრამ მსაჯმა ეს მოთხოვნა ყურად არ იღო.

22-ე წუთზე ბარდის მძლავრად დარტყმული ბურთი ნიკოლაი მიჰაილოვს სახეში მოხვდა. ბულგარელ მეკარეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, კუთხურის შემდეგ ჩვენს დაცვას სტეფან აშკოვსკი გაეპარა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმა ზუსტი არ გამოდგა.

მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. შეტევა მარცხნიდან დაიწყო. ბურთი რიკოშეტით მილან რისტოვსკის მიუვიდა, რომელიც მცველებს უმეთვალყურეოდ დარჩათ და მან მიჰაილოვს აჯობა. ეპიზოდი VAR-მა განიხილა და დაასკვნა, რომ ივან ტურიცოვი ორიოდ სანტიმეტრით მეტოქეზე უკან იდგა.

მე-60 წუთზე მიჰაილოვმა მეტოქის დარტმული ჩინებულად მოიგერია. სულ მალე გეორგი მილანოვმა დაარტყა შორიდან მაკედონიელთა კარისკენ, მაგრამ ძალიან უზუსტოდ. იგივე განმეორდა 72-ე წუთზე, ოღონდ მეორე კართან — შორიდან ბედი მაკედონიელმა სპიროვსკიმ სცადა.

94-ე წუთზე მარტინ მინჩევმა მასპინძელთათვის ხელით თამაშის გამო პენალტი მოინადირა, თუმცა ეპიზოდი VAR-მა განიხილა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააუქმა, რადგან მცველს ხელი ტანზე ჰქონდა მიკრული”.

მატჩის შემდეგ, ჩრდილო მაკედონიელთა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ თქვა: „ვფიქრობ, შეხვედრას თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაკონტროლებდით. იყო რაღაც მომენტები, რომლებიც პირველ ტაიმში არ მომეწონა. მასპინძლებმაც ერთხელ დაარტყეს და გაიტანეს. შესვენების მერე კი ყველაფრით კმაყოფილი დავრჩი. მეორე ტაიმი სრულყოფილი იყო”.