Football legend Pele tells Putin: 'stop the invasion'ლეგენდარულმა პელემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო ღია წერილი მისწერა. ფეხბურთის მეფე მოუწოდებს რუს პოლიტიკოსს შეწყვიტოს ომი და ძალადობა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან:

„შეაჩერე რაც ხდება! ამ მიმდინარე ძალადობას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. ეს კონფლიქტი არის მანკიერი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა. მისი გაგრძელების საფუძველი არ არსებობს.

როდესაც მე და შენ ვხვდებოდით წარსულში, ვიღიმოდით და ხანგრძლივად ვართმევდით ერთამნეთს ხელს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასე დავშორდებოდით. შეიარაღებული კონფლიქტები მხოლოდ ხალხების გასაყოფად არსებობს და არ მოიძებნება იდეოლოგია, რომელიც ამართლებს ჭურვების აფეთქებას. ის მარხავს ბავშვების ოცნებებს, ანადგურებს ოჯახებს და კლავს უდანაშაულო ადამიანებს.

ამ კონფლიქტის შეჩერების ძალა შენს ხელშია. სწორედ იმ ხელში, რომელიც  მოსკოვში ჩამომართვი  2018 წელს. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს“,  – წერს პელე თავის სოციალურ ქსელში.

წილი
წინა სტატიარევანშის დროა
შემდეგი სტატიალოგიკური
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.