დღეს, ლეგენდარულ „უემბლიზე“ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების დაპირისპირება გაიმართება. იტალიის ნაკრები არგენტინისას შეხვდება. თამაში 22 საათსა 45 წუთზე დაიწყება.

იტალიელთა ვეტერანი მცველი ჯორჯო კიელინი ამ მატჩში ბოლოჯერ მოირგებს „სკუადრა აძურას“ მაისურას.

Giorgio Chiellini leaves Italy camp, but not due to any sort of injury -  Black & White & Read All Over„ ვოცნებობდი, ვიბრძოდი და ვიმარჯვებდი. მიყვარს ყველაფერი რაც ამ მაისურასთანაა დაკავშირებული. ყოველთვის მჯეროდა ამ მაისურის. ამ ფორმით მოთამაშემ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მისი გულისთვის მიტირია და ღამეები არ მძინებია.

ოთხშაბათს მას ბოლოჯერ მოვირგებ. ეს უნიკალური გრძნობა იქნება. ალბათ ისეთივე, როცა პირველად ჩავიცვი. ეს გრძნობა ყოველთვის ჩემთან დარჩება“, –  წერს კიელინი სოციალურ ქსელში.

კიელინი იტალიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. არგენტინის ეროვნული გუნდის წი ნააღმდეგ კი ის 117-ედ მოირგებს ლურჯ მაისურას.