საწვრთნელი შეკრების მეხუთე დღესაქართველოს ნაკრები გიბრალტართან ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება. მატჩის წინ ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაგვიმხილა, რომ აქვს გეგმა, ივნისის ოთხივე მატჩი მოიგოს. იგივეს ვერ ვიტყვით მეტოქეზე, რომლის თავკაცმა ხულიო რიბასმა აღნიშნა, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვს, მაგრამ მისი გუნდი ყველა თამაშზე კონცენტრირებული გავა, თუმც გიბრალტარის ამბები რიბასმა იდარდოს, ჩვენ ჩვენი ვთქვათ.

„რამდენიმეა დღეა ვვარჯიშობთ, იყო პრობლემები ფიტნესის კუთხით, მაგრამ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგიერთმა შეიძლება გიბრალტართან ითამაშოს, მაგრამ შემდეგ ტრიბუნაზე გადაინაცვლოს. წინასწარ ვერასოდეს იტყვი რომელი ფეხბურთელი როდის ითამაშებს, რადგან ტრავმები ფეხბურთის თანმდევია და ასეთ დროს გეგმები იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამაზე ნაფიქრი გვაქვს.

… მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთი მხოლოდ თეორია არ არის, წარმოდგენაა, მაგრამ მაქვს ერთი კარგი გეგმა – ივნისში მოვიგო ოთხივე მატჩი, ხოლო ორი – სექტემბერში. სუსტი გუნდები აღარ არსებობენ. აქედან გამომდინარე გიბრალტართან მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ.

… რაც შეეხება სხვა მატჩებს, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ და ყურადღება გიბრალტარზე მაქვს გადატანილი. ბულგარეთთან და მაკედონიასთან მიყოლებით გვაქვს თამაშები და რადგან ეს ქვეყნებიც ერთმანეთთან ტერიტორიულად ახლოს არიან, მგზავრობით არ გადავიღლებით. ეს კარგია, თუ ცუდი, ახლა ამის თქმა არ შემიძლია. ერთი ის ვიცი, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა იციან მოედანზე რა გააკეთონ“, – გვითხრა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 2 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება.

Image 2

წილი
წინა სტატიაფინალის მეოთხედფინალი
შემდეგი სტატიაუნიკალური გრძნობა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...