Lewandowski lifts his 10th Budesliga titleპოლონელი რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნიდან” შეიძლება წავიდეს. ამ თემაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ფრაზამ, რომელიც თავდამსხმელმა სანაკრებო პრეს-კონფერენციაზე თქვა,  მაინც მოჭრა გულშემატკივარს ყური. მან ხაზი გაუსვა, რომ „რეკორდმაისტერში” თამაში აღარ სურს.

33 წლის ფორვარდის ბავარიელებთან მოქმედი კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს გაუდის.

— „ბაიერნში” ჩემი ეპოქა დასრულდა. აქ კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. „ბაიერნი” სერიოზული კლუბია და იმედი მაქვს ჩემს დატოვების არ შეეცდება. მე მიუნხენში თამაში აღარ მინდა. საუკეთესო გამოსავალი ტრანსფერია. კარგი იქნება დაბრკოლებას თუ არ შემიქმნიან”, — თქვა ლევანდოვსკიმ.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ამასწინათ ფორმულა 1-ში მონაკოს გრან პრის დაესწრო, სადაც Sky Germany-ს ჟურნალისტებმა მიაგნეს „ალიანც არენადან” წასვლის შესახებ ჰკითხეს.

„მალე სრულ ინფორმაციას მიიღებთ. მომეცემა შესაძლებლობა მეტი ვთქვა”, — უპასუხა პოლონელმა.

ვრცელდება ხმა, რომ 40 მილიონ ევროდ  ლევანდოვსკის ყიდვას „ბარსელონა” აპირებს. „ბაიერნში” მას შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა: 374 შეხვედრაში 344 გოლი. ბოლო სეზონში ლევანდოვსკიმ 50 გოლი შეაგდო — 35 ბუნდესლიგაში და 13 ჩემპიონთა ლიგაში.

„რეკორდმაისტერი” პოლონელი ვარსკვლავის ნაცვლად „ლივერპულიდან” სადიო მანეს გადაბირებას ცდილობს.