St Etienne fans invaded the pitch after they were relegated„სენტ ეტიენის” გულშემატკივრებმა თავის ფეხბურთელებს მაშხალები დაუშინეს. მიზეზი: ლიგა 1-ში გატარებული 18 წლის შემდეგ გუნდი ლიგა 2-ში გავარდა.

„სენტ ეტიენი” ქვედა დივიზიონში „ოსერმა” გააგდო, რომელმაც ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა და გადათამაშებაში მოხვდა. გუნდების დაპირისპირება ორი შეხვედრის ჯამში დასრულდა 2:2. „სენტ ეტიენი” პენალტებში დამარცხდა.

თამაში რომ დამთავრდა, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები მოედანზე ჩახტნენ და ფეხბურთელებს გასახდელებში შემავალ გვირაბამდე სდიეს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გვირაბისკენ გაქცეულ მოთამაშეებს, ფანების მეორე ჯგუფი ტრიბუნიდან მაშხალებს ესროდა.

ფეხბურთელების ნაწილმა თავშესაფრის უცბად პოვნა ვერ მოახერხა. მათ დახმარება და ევაკუაცია დასჭირდათ.

მომავალი სეზონიდან „სენტ ეტიენთან” ერთად ლიგა 2-ში ითამაშებენ „მეცი” და „ბორდო”; „ოსერი”, „აიაჩო” და „ტულუზი” კი ლიგა 1-ში დაბრუნდნენ.

როგორც Get French Football News იტყობინება, ახლა „სენტ ეტიენი” გაიყიდება და მას დავიდ ბლიტცერის მულტიკლუბური ჯგუფი იყიდის.

დევიდ ბლიტცერი 53 წლის ამერიკელი ბიზნესმენია, რომელსაც ეკუთვნის NHL-ს „ნიუ ჯერსი დევილსი”, NBA-ს „ფილადელფია 76er”, პრემიერლიგის „კრისტალ პალასი”, ბუნდესლიგის „აუგსბურგი” და სხვა კლუბები ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან თუ MLS-დან.