მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ, გუნდიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მადლობა ყველას. შეხვედრამდე. მადრიდს გაუმარჯოს!“ – აღნიშნავს ისკო.
30 წლის შუახაზელის „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტს ვადა წლეულს 30 ივნისს ეწურება და მხარეებს ის აღარ გაუხანგრძლივებიათ.
ისკო „რეალში“ 2013 წელს გადავიდა „მალაგიდან.“ მადრიდელთა რიგებში ჯამში მან 353 მატჩი ჩაატარა, 53 ბურთი გაიტანა და 56 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან ერთად 19 ჯილდო მოიგო. მათ შორის, ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ესპანეთის ჩემპიონობა.