ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მატჩის მონაწილეებმა კომენტარები თქვეს. პარიზში, „სტად დე ფრანსზე” „რეალმა” „ლივერპულს” 1:0 მოუგო.

Liverpool-Real Madrid - 29-05-2022ტრენტ ალექსადერ-არნოლდი („ლივერპულის” ფეხბურთელი).

„აი, რა ხდება წაგებული ფინალის შემდეგ: გასახდელში სრული დუმილია. ყველა დათრგუნულია. ჩვენი წილი შანსები გვქონდა, მაგრამ მეკარის დაუჯერებელ თამაშს გადავაწყდით.

Trent Alexander-Arnold's error costs Liverpool but he remains essential | Champions League | The Guardianგულწრფელად გეტყვით, ვფიქრობ, რომ უკეთესად უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმი კარგად ვერ დავიწყეთ და კონტროლი მათ ჩაიგდეს ხელში. ასეთმა გამოცდილმა გუნდებმა კი იციან ფინალში როგორ უნდა მოიქცნენ”.

ტიბო კურტუა („რეალის” მეკარე).

„ბედნიერი ვარ. რამდენი წელი ვმუშაობდი მუხლჩაუხრელად. მოვხვდი ჩემი ოცნების კლუბში. ბევრი მაკრიტიკებდა. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, თუ ვინ არის ევროპის მეფე.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს კარგად ვგრძნობდი. თან, პირველ დარტყმას რომ მოიგერიებ, მერე ხომ იცით…

ისე მინდოდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, რომ ხელს ვერავინ შემიშლიდა. მზად ვიყავი მარტოს მომეგო. სალაჰს შორიდანვე ვაკვირდებოდი.

ეს ნამდვილი სიგიჟეა. ვერ ვიჯერებ.

მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ძმას. მას ხვალ ცოლი მოჰყავს, მე კი ქორწილს ვერ დავესწრები. ორშაბათს დიდი სახალხო ზეიმია და იქ უნდა ვიყო”.