„რეალმა” მეთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, 32 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა — მეხუთედ! მატჩის შემდეგ, ბედნიერ თანამემამულესთან ZDF-ის ჟურნალისტი მივიდა და ჰკითხა, გასაკვირი ხომ არ იყო ის, რომ  მთელი შეხვედრის განმავლობაში ინიციატივას „ლივერპული” ფლობდა, თასი კი „რეალმა” მოიგო.

— კითხვის მოსამზადებლად მთელი 90 წუთი გქონდათ და ამ მძ…ზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ? — უპასუხა განაწყენებულმა ვარსკვლავმა და ინტერვიუ შეწყვიტა.