Egor Titov - Facts, Bio, Career, Net Worth | AidWiki24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსი ფეხბურთელები ზოგადად ერიდებიან კონფლიქტზე საუბარს.

პირველ დღეებში ფიოდორ სმოლოვმა დაგმო ომი… ახლა კი ეგორ ტიტოვმა თქვა, რომ ცუდად გრძნობს თავს და სწყინს, რომ ამდენი უდანაშაულო იღუპება.

„ადრე რუსეთსა და უკრაინას არც ვაცალკავებდი. უკრაინელ თანაგუნდელებთან ვმეგობრობდი, მაგრამ ახლა ცოტა მერიდება, მრცხვენია რომ დავურეკო, ან მივწერო. არ ვიცი, მათ რა ვუთხრა. ბოლოს კალინიჩენკოს ველაპარაკე. მას მეგობარი შემიძლია ვუწოდო.

…ასეთ რთულ დროს სულიერი მდგომარეობის ბალასირებაა საჭირო. გარშემო ბავშვები არიან, მეგობრები. ახლა შვილიშვილს ველოდები. თუმცა გამეფებული სიტუაციის გამო დაძაბული ვარ. ბუნებრივია, ძალიან განვიცდი. ხალხი მეცოდება.