ევროპის კონფერენციის ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს — „რომა”, რომელსაც ჟოზე მოურინიუ უდგას სათავეში და თუ ბიჭი ხარ უთხარი პორტუგალიელს, რომ ეს თასი დიდი გუნდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

The Roma boss just had to make sure everyone knew his European totalფინალურ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, რომაელთა გამარჯვების გოლი „ფეიენოორდის” კარში, 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი დასრულდა 1:0. მოურინიუმ მეხუთე ევროპული ტიტული მოიპოვა, ხოლო „რომას” 2008 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა ჯილდო — 14 წლის წინ „ჯალოროსიმ” იტალიის თასი მოიპოვა.

Roma fans ran on to the Stadio Olimpico pitch to celebrate the historic victory
ამ დროს „სტადიო ოლიმპიკოზე”…

შეხვედრის არბიტრს, რუმინელ იშტვან კოვაჩს თამაშის დამთავრების ნიშნად ხეირიანად ჩასტვენილიც არ ჰქონდა, რომ „განსაკუთრებულმა” ხუთი თითის აწევით შეახსენა მსოფლიოს თავისი მიღწევების რაოდენობა.

59 წლის მოურინიუ გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ევროპის სამივე თანამედროვე თასი აღმართა: გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის ლიგასა და კონფერენციის ლიგაში.

ადრე უეფას შეჯიბრებებს ერქვა: ჩემპიონთა თასი, უეფას თასი და თასების მფლობელთა თასი. ეს თასები გერმანელ უდო ლატეკსა და იტალიელ ჯოვანი ტრაპატონის ჰქონდათ მოგებული.

მოურინიუ ერთადერთია, ვინც ევროპული თასი ოთხ სხვადასხვა კლუბს მოაგებინა: „რომას”, პორტუს”, „ინტერსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”. და კიდევ, ჟოზე ერთადერთია, ვისაც ევროპული ფინალი არ წაუგია.

„ფეიენოორდთან” გამარჯვების შემდეგ მოურინიუმ თქვა: „ამწუთას გონებაში ერთბაშად ბევრი ფიქრი მიტრიალებს. თავს ნამდვილ რომანისტად ვგრძნობ. ჩვენ ისტორია დავწერეთ. თავიდანვე გვწამდა, რომ ახალი შეჯიბრების პირველ გათამაშებაში გავიმარჯვებდით.

22 წლიან კარიერაში ევროპული თასი ოთხ სხვადასხვა კლუბთან ერთად მომიგია. „მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვება ბუნებრივი იყო, „პორტუს” ტრიუმფი კი არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. დღევანდელმა მოგებამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა, ხალხს სიხარულის განცდა დაუბრუნა. მას თავისებური გემო დასდევს.

ფინალის წაგების წარმოდგენა ყოველთვის საშინლად მზარავს, მაგრამ მოვიგეთ. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ სეზონს არაჩვეულებრივად დავასრულებდით”.

მოურინიუ პრეს-კონფერენციაზე შამპანურით გაწუწეს. ჭორებს, თითქოს „რომადან” წასვლას აპირებს, პორტუგალიელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ნებისმიერ წინადადებაზე უარს ვიტყვი. ჭორების მიუხედავად მე „რომაში” ვრჩები. დღეს ჩვენ ისტორია დავწერეთ, ასე რომ ეჭვი ნურავის შეეპარება — მომავალშიც „რომას” მწვრთნელი ვიქნები”.

„ჯალოროსიმ” თამაში მოურინიუს სტილში მოიგო — კარში ბევრჯერ არ დაურტყამს, მაგრამ გაიტანა. „ფეიენოორდმა” ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი.