Women's Euro 2022: UEFA yet to decide on Russia participation or replacementუეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი რუსული კლუბებისა და ნაკრები გუნდების საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთაზე.

„სამწუხაროა. ყველაზე მეტად ასეთ დისკვალიფიკაციებს ვერ ვიტან, მაგრა სხვა გზა არ იყო. სპორტსმენები დაზარალდნენ, გულშემატკივრები განაწყენდნენ… უკრაინელი და განსაკუთრებით რუსი სპორტსმენები კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ. რამდენიმე ადამიანის აბუსრდული გადაწყვეტილების გამო იჩაგრებიან“.

კითხვაზე, მომავალში რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უეფამ, ჩეფერინმა უპასუხა:

„წინა თვეებში კიდევ ბოლომდე ვერ ვაფასებდით სიტუაციას. ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა უკვე მიჭირს პროგნოზირება. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსული კლუბები გაისად კიდევ ითამაშებენ ევროტურნირებზე. რაც შეეხება უკრაინულ კლუბებს, ვეცდებით, რომ მათ შიდა ჩემპიონატში მაინც ითამაშონ“.

წილი
წინა სტატიაბასილაშვილი მაკდონალდსმა შეჭამა
შემდეგი სტატიაცოფიანი ძაღლები
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...