

„იურგენ კლოპი „ლივერპულში“ მისვლისთანავე საქმეს შეუდგა და არასაჭირო ფეხბურთელები გაუშვა. ისინი, რომლებიც ბრენდან როჯერსმა მიიყვანა გუნდში, მაგალითად, კრისტიან ბენტეკე. ამ ფეხბურთელში 35-40 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ კლოპმა, როგორც ჩანს, პირდაპირ უთხრა, არ გამომადგები და წადიო.
… კლოპი გაბედული იყო. დარწმუნებული ვარ, მანჩესტერელთა ახალ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგსაც ეყოფა გამბედაობა და კრიშტიანუ რონალდუს იგივეს ეტყვის. სეზონის განმავლობაში სულ ვამბობდი, რომ რონალდუს ტრანსფერი არცთუ კარგი იყო“.