The £51m striker wore a Stone Island jumper - which will go down well with Pepერლინგ ჰოლანდი მანჩესტერში ჩავიდა. კერძო თვითმფრინავს აეროპორტში ფოტორეპორტიორები დახვდნენ. პირველი შეფასება ასეთი იყო: თავისი მომავალი შეფივით ჰუდის ჩაცმა ჰყვარებიაო. პეპ გვარდიოლაზეა ლაპარაკი.

გვარდიოლა ცნობილი ბრენდების მიმდევრობით არის ცნობილი. ეტყობა ჰოლანდი ამაში ჰგავს „ქალაქელების” მწვრთნელს.

თვითმფრინავი, რომელმაც 21 წლის ნორვეგიელი მანჩესტერში ჩაიყვანა, ინგლისში ბარსელონადან ჩაფრინდა. ამბობენ, რომ „სიტიმ” თავდამსხმელს სამედიცინო ტესტირება კატალონიის დედაქალაქში ჩაუტარა.

აეროპორტში ჰოლანდმა ტაქსი იქირავა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ” ის „დორტმუნდისგან” 51 მილიონ გირვანქად იყიდა.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ ვარსკვლავმა მოზარდ გულშემატკივრებს სამახსოვროდ ხელი არ მოუწერა. ყმაწვილები მასთან პირველი მანჩესტერული ავტოგრაფისთვის ნორვეგიის ნაკრების მაისურებით იყვნენ მისულები.

როგორც ამბობენ, ჰოლანდს დორტმუნდელ თანაგუნდელებთან გამომშვიდობება დაახლოებით 600 ათასი ევრო დაუჯდა. მან ფეხბურთელებს და კლუბის თანამშრომლებს „როლექსის” საათები აჩუქა.

„ბილდის” ინფორმაცია ცოტა სხვანაირია: გერმანული გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელმა 33 „როლექსი” და 20 „ომეგა” დაარიგა.