ქუთაისის „ტორპედოს“ ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავს. კახა ჩხეტიანი დაბრუნდა გუნდში. მესამედ დაინიშნა ქუთაისელთა თავკაცად.

2017 წელს ჩხეტიანის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მეორე წელს ევროტურნირებზეც ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშა, ევროპა ლიგის ორი ეტაპი გადალახა და მერე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ წააგო.

„ტორპედომ“ თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. ჩხეტიანი შარშანაც წვრთნიდა „ტორპედოს“, ოღონდ რამდენიმე თვით. შემდეგ იგი გია ცეცაძით ჩაანაცვლეს.

„ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში სადღეისოდ მერვე ადგილზეა, ანუ ბოლოდან მესამეზე. მოკლედ, ჩხეტიანი ფანების დიდი ნაწილის ფავორიტია. ქუთაისის „ტორპედოში“ ნათამაშევი კაცია და თან მართლაც კარგი ფეხბურთელი იყო.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება