„ლივერპული“-„რეალის“ მატჩის წინ იმ მწვრთნელმა ისაუბრა, რომელსაც ორივე კლუბთან დიდი სიყვარული აკავშირებს.
რაფა ბენიტესი „რეალში“ თამაშობდა (მეტწილად მეორე გუნდში), მერე იქვე დაიწყო მწვრთნელობა და მოგვაინებით მთავარ გუნდსაც თავკაცობდა.
აი, „ლივერპულში“ კი რაფამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბენიტესმა სტამბოლური ფინალი გაიხსენა. 2005 წელი, „წითლებმა“ „მილანთან“ 0:3 შეატრიალეს და ბოლოს პენალტებში მოიგეს.
„ … ის ფინალი რომ მოვიგეთ, მაგ დროს უკვე მქონდა გამარჯვებულის ფსიქოლოგია, მანამდე „ვალენსიაშიც“ ყველა გადამწყვეტი მატჩი მოვიგეთ.
… სტამბოლის ფინალი განსაკუთრებული იყო. ალბათ, ყველაზე დრამატული და ემოციური ფინალი ლიგის ისტორიაში.
მადრიდში საოცარი წლები გავატარე. იქ მივეჩვიე მოგებებს, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა. ეს იოლი არაა, ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. ფინალი? ეს ყოველთვის გამოწვევა და ფსიქოლოგიაა, რათა ფეხბურთელმა საუკეთესო თვისებების გამოვლებნა შესძლოს.