The Manchester club have now won four of the last five Premier League campaignsდღეს „მანჩესტერ სიტი” ქალაქში ღია ავტობუსით გავა და პრემიერლიგის თასს ხალხით სავსე ქუჩებში ჩამოატარებს. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ტიტული დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს. ისინი „ასტონ ვილასთან” 69-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ინგლისური ადათის თანახმად, მალე ყველაფერი ყირაზე დადგა. მოედანზე ახალმა შესულმა ილქაი გუინდოგანმა 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ორ წუთში როდრიმ გაქვითა, ხოლო კიდევ სამ წუთში გუინდოგანმა გამარჯვების გოლიც შეაგდო.

Kevin De Bruyne got mobbed by his adoring fans at the end of the gameპარალელურად, „ქალაქელების” კონკურენტმა „ლივერპულმა” „ვულვერჰემპტონს” 3:1 მოუგო. თავიდან მერსისაიდელებიც აგებდნენ (აბა, ისე რა ინგლისი იქნებოდა), თუმცა მესამე წუთზე გაშვებული გოლი პირველივე ტაიმში გაქვითეს, გამარჯვებას კი 84-ე და 89-ე წუთებზე შესრულებული ორი შედეგიანი დარტყმით მიაღწიეს. იურგენ კლოპის გუნდის სამწუხაროდ მათმა სამმა ქულამ ვეღარაფერი შეცვალა.

სანამ ტროფის ჩაიბარებდა „სიტის” კაპიტანმა ფერნანდინიომ თქვა: „მანჩესტერულ კარიერას პრემიერლიგის მეხუთე ტიტულით ვამთავრებ. ოცნება ამიხდა. ჩვენ გვყავს უნიკალური გუნდი. ასეთი ერთსულოვნება სხვაგან არსად მინახავს. ეს ბიჭები ჩემი ძმები არიან და ეს ამ გამარჯვებას ხობლს ჰმატებს.

„მანჩესტერ სიტის” ვტოვებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს. ეს არის ფანტასტიკური კლუბი, რომელსაც ფანტასტიკური გულშემატკივარი ჰყავს.

ქომაგები გვერდში რომ არ გვყოლოდა, ასეთ ხუთ სეზონს ვერ ჩავატარებდით. ჩვენ მათ ენერგიას ვგრძნობდით და ფრთაშესხმულები ვიყავით”.

„მანჩესტერ სიტი” ბოლო ხუთ სეზონში ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.