მე-15 ტურს ელიგის გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველი სამეულის გუნდებმაც ყველამ მოიგეს და 3-3 ქულა შემატეს მარაგს. ხუთი შეხვედრიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს.

შეიძლება იყოს 7 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, მდგომარე ადამიანები და ბალახი-(ი)ს გამოსახულებასერიოზული სამგურალი  

გიორგი მიქაძის „სამგურალი“ მართლაც აღარ ხუმრობს. წყალტუბოური კლუბი ისტორიას წერს. ლიდერათა მარაქაში გაერია. შაბათს მათ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს და ამ ექვს შეხვედრაში ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ – 14:1. „სამგურალმა“ ამჯერად მეზობელი ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა – 3:0. წყალტუბოელებს ბომბარდირთა სიაშიც ორი ფეხბურთელი ჰყავთ, დემურ ჩიხლაძე და ირაკლი რუხაძე, რომელთა ანგარიშზე 5-5 გოლია.

ახლა „სამგურალს“ „დინამოს“ მსგავსად 29 ქულა მოუგროვდა და მესამე საფეხურზე ბურთების უარესი ბალანსის გამო დგას.

„დინამომ“ აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ 2:0 მოუგო და მეორე ადგილზეა. „რკინიგზელებმა“ პირველ ტაიმში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. სახელიან მეტოქეს არაფერი დაუთმეს, მაგრამ დინამოელთა „გასახდელის გოლმა“ ყველაფერი შეცვალა.

ხვიჩა და ზურიკო

„ბათუმმა“ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა მარაგში. ამჯერად ზღვისპირელა „მსხვერპლი“ კერკეტი „თელავი“ აღმოჩნდა. ორივე გოლი, წინა ტურის არ იყოს, მეგობრებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.

განსაკუთრებით ეფექტური ხვიჩას გოლი გახლდათ. ბათუმელთა მე-20 ნომერმა მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი, შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, საჯარიმოში შეიჭრა და თავადვე დაასრულა საქმე. ეფექტურობა ვახსენეთ და ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი მისი ექვსივე გოლი ერთმანეთზე ლამაზი გამოვიდა.

თელავში სტადიონი თითქმის სავსე იყო. თუმცა, სადაც ხვიჩაა, იქ  ყველგან ანშლაგია. აქ სხვა ასპექტზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ: თურმე შეიძლება ბევრი მაყურებელი დაესწროს თამაშს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. წინა ტურში კი საბურთალოელებს საკუთარი გულშემატკივრის შეშვება შეეშინდათ სტადიონზე. „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევრებს.

სხვა

„დილამ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო „საბურთალოს“ (2:0) და ცხრილში ადგილი გაუცვალა. ახლა გორელები მეოთხე საფეხურზე დგანან და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერთა სამეულს. ასევე საჭირო მატჩი მოიგო „სიონმა,“ რომელიც გასავარდნ ზონაშია. ბოლნისელებმა „გაგრას“ სძლიეს – 2:1. სტუმართაგან დუბლი მიითვალა ლუკა ხორხელმა.

ლოკომოტივი 0:2 დინამო

0:1 მოისწრაფიშვილი (42+5 პენ), 0:2 მექვაბიშვილი (65)

სამგურალი 3:0 ტორპედო

1:0 ჩიხლაძე (53), 2:0 ჯერალდო (65), 3:0 გავაშელიშვილი (82)

თელავი 0:2 ბათუმი

0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)

საბურთალო 0:2 დილა

0:1 ძოწენიძე (50), 0:2 გაგნიძე (72)

გაგრა 1:2 სიონი

0:1 ლუკა ხორხელი (42), 1:1 ვაწაძე (56), 1:2 ლუკა ხორხელი (80)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი18125148:1341
დინამო18105333:1535
სამგურალი1896328:1533
დილა18103522:1333
საბურთალო1875621:1826
თელავი1856719:17 21
ტორპედო1863916:2821
სიონი1855822:33 20
გაგრა18521118:3417
ლოკომოტივი18101715:563

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 8, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი), ნიკა ხორხელი (სიონი) – 6, დემურ ჩიხლაძე, ირაკლი რუხაძე  (ორივე -სამგურალი), ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), მათე ვაწაძე (გაგრა) – 5ს