The German followers used a giant umbrella as protectionსევილიაში ევროთასის ფინალის წინ „რეინჯერსის” და „ფრანკფურტის” ფანებმა იჩხუბეს. გულშემატკივართა ორმა დიდმა ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად შეაშინა. ისინი ერთმანეთს კაფე-ბარების სკამებს და სხვა ნივთებს ესროდნენ.

Their two teams face off in the Europa League final tonightროგორც ჩანს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნასროლმა საგანმა ერთ-ერთ გერმანელს თავთან ჩაუფრინა; რომ არ დახრილიყო, დაზარალდებოდა. შემდეგ, „რეინჯერსის” მავან გულშემატკივარს ვიღაც გერმანელმა სახეში გაარტყა. წაქცეულს სხვებიც შემოეჯარნენ და გონების დაკარგვამდე სცემეს.

ამის დანახვაზე დანარცხებული თანამემამულის დასახმარებლად შოტლანდიელების ჯგუფი გამოიქცა. გერმანელებმა უკან დაიხიეს და სცადეს შეიარაღებულიყვნენ. ფარად მათ ღია კაფეების საჩრდილობელი ქოლგების გამოყენება სცადეს, იარაღად კი სკამების.

აღშფოთებული ადგილობრივი მოსახლეობა ხულიგნურ სცენებს ფოტოებსა და ვიდეოს უღებდა და მერიაში აგზავნიდა. ახლო-მახლო დასასვენებლად ჩამომსხდარი ველოსიპედისტების ჯგუფი თავიანთ ველოსიპედებს მოახტნენ და სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

იყო ასეთი სურათიც: გერმანელი გულშემატკივრებით მჭიდროდ გარშემორტყმული საპატრულო ეკიპაჟი ვერაფერს აკეთებდა ორიოდ ნაბიჯში ამტყდარი ჯგუფური მუშტი-კრივის წინააღმდეგ.

შეიზღუდა მოძრაობა. როგორც ჩანს, სევილიის პოლიცია მაინც ვერ იყო კარგად მომზადებული, რადგან ერთ-ერთ ვიდეოზე გადაღებულია, როგორ ცდილობს ორი უშიშარი კანონის მცველი ჯგუფური ჩხუბის გაშველებას. ამ საქმეს რომ ორი კაცი არ ეყოფოდა, რად უნდა ლაპარაკი.

წინა ღამით დააკავეს ხუთი გულშემატკივარი.