მარკო ვერატიმ უკმაყოფილება გამოთქვა, მაყურებლები პსჟ-ის თამაშებზე გვისტვენენო, ანუ, ფაქტიურად, შინაც გასვლაზე ვთამაშობთო…
ეს მითუმეტეს „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაში წაგების მერე (1:3).
„ვიდრე პროფესიონალი გავხდებოდი, „პესკარას“ ფანი ვიყავი. ჩემპიონატი არასოდეს მოგვიგია, სულ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, მაგრამ თამაშების ყურებით ვტკბებოდი მაშინაც კი, როცა გუნდი აგებდა.
… პსჟ-ში სხვანაირადაა. აქ სულ ლაპარაკობენ, რომ პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა დიდი ფეხბურთელები მოიყვანეს და წაგება მათი ბრალია. ასე ლაპარაკი იოლია. გულშემატკივრებს შეუძლიათ უსტვინონ, მაგრამ თამაშის მერე. უშუალოდ მატჩის დროს სტვენა კი ცუდ ემოციებს გადმოგვცემს. მხარდაჭერა გვჭირდება. შეგვიძლია გავისაუბროთ, განვიხილოთ მომხდარი“.