საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს.
ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს.
ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 24 მაისს თბილისში შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ მატჩს 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება; 9 ივნისს ჩვენები ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ; ივნისის ბოლო შეხვედრა კი 12-ში, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ისევ „დინამო არენაზე“ შედგება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ)
მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, გერმანია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (ყველა დინამო ბთ), სოლომონ კვერკველია (გაგრა)
ნახევარმცველები საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ყველა დინამო ბთ), ვაკო გვილია (ჩესტოხოვა, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი, ს.კორეა)
თავდამსხმელები ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)
Image 9