European Super League: Ceferin launches stinging rebuttal to Perez - he is  the president of nothingუეფას პრეზიენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

„ლივერპული“ თუ „რეალი“ ?

ჩეფერინმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მადრიდელთა გასვლას არ ელოდა…

„როგორც ჩანს, „რეალს“ ცხრა სიცოცხლე აქვს, როგორც კატას. ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც, ვფიქრობ, დაცვაში აქვს პრობლემები. ჰყავთ ქარიმ ბენზემა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად მიმაჩნია. ლუკა მოდრიჩი კი წლების მატებასთან ერთად უკეთესი ხდება.

… „რეალის“ ფინალში გასვლა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს უეფას სამართლიანობას. ბევრი ჭორი ისმოდა, რომ უეფა სუპერლიგის მსურველ კლუბებს დაძირავდა. საამაყოა, რომ ეს ასე არ ხდება.

…ფინალი ? ვფიქრობ, „ლივერპულს“ უკეთესი გუნდი ჰყავს, უფრო ახალგაზრდულიც. მეორე მხრივ, ასეთი მატჩების გამოცდილება „რეალს“ მეტი აქვს. გამარჯვებულს ვერ დავასახელებ, რადგან პროგნოზებში ხშირად ვცდები. წარმოუდგენლად მაგარი ფინალი გველის“.