შვეიცარიელი ნახევარმცველი შერდან შაქირი ამერიკული მლს-ის ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი ყოფილა.
შაქირი „ჩიკაგო ფაირში“ თამაშობს და წელიწადში 7,5 მილიონ ევროს საბაზისოდ იღებს, ხოლო სეზონის ბოლოს ეს ანაზღაურება 8,3 მილიონი ევრო გახდება.
აქამდე ყველაზე მეტს წელიწადში ზლატან იბრაჰიმოვიჩი იღებდა: 7,2 მილიონს 2019 წელს. შაქირი ამ ზამთარს ფრანგული „ლიონიდან“ გადავიდა ჩიკაგოს კლუბში. 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიაყოლა.
სხვათა შორის, შაქირი მხოლოდ 30 წლისაა, არადა, რამდენი ხანია, მაღალ დონეზე თამაშობს… „ბაზელი“, „ბაიერნი“, „ინტერი“, „სტოკი“, „ლივერპული“. თუმცა ნაკრებში თითქოს უფრო მაგარი იყო, ვიდრე საკლუბო დონეზე.