Ekaterine Gorgodze / ეკატერინე გორგოძე - Home | Facebookეკატერინე გორგოძე „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ფრანგი ოკეან ბაბელს შეხვდა და 6:1; 4:6; 4:6 დამარცხდა. არადა, დასაწყისი ჩვენებურს ცუდს არაფერს უქადდა – პირველი სეტი გორგოძემ მძლავრად დაიწყო, 4:0 დაწინაურდა და სეტი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
მეორე სეტიც გორგოძის უპირატესობით დაიწყო: ჯერ ერთი ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ იქვე დათმო. შემდეგ მეორეჯერაც იხეირა, მაგრამ ზედიზედ წააგო რამდენიმე გეიმი და ბოლოს სეტიც. უფრო მეტად ჩაიხლართა საქმე მესამე სეტში: გორგოძე ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით, ორჯერ დაიბრუნა. შემდეგ თავად დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ისევ გაანიავა და ტურნირს დამეშვიდობა.