წინა ტურის მიმოხილვისას დავწერეთ, რომ ჯამში მხოლოდ 7 გოლი გავიდა და ანტირეკორდი დამყარდა. ამჯერადაც ვერ იყო საქმე კარგად, 4 მატჩში სულ სამი ბურთი გასულიყო. მაგრამ ეწვია „ლოკომოტივი“ „ბათუმს“ და 9 გოლი გავიდა. 7 მასპინძლებმა გაიტანეს, ორიც სტუმრებმა.

გოლები ყველა გემოვნებისთვის

მასპინძელთაგან დუბლი მიითვალეს ჯაბა ჯიღაურმა და ზურიკო დავითაშვილმა. ზურიკოსთვის ეს სულაც „ბათუმის“ მაისურით გატანილი პირველი გოლები აღმოჩნდა.

May be an image of 2 people, people playing sports and outdoorsხვიჩამაც კარგი მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი თავად შეაგდო, მეორე კი თორნიკე გაფრინდაშვილს გაატანინა. ეს ბათუმელთა მეექვსე და ყველაზე ლამაზი გოლი გახლდათ. ხვიჩამ მარცხნიდან შეუტია, საჯარიმოსთან მისულმა კი გამოზომილი პასი მისცა თორნიკე გაფრინდაშვილს, რომელმაც ვარდნაში რაღაც ნახევარმაკრატელა შეასრულა. ძალიან ეფექტური სანახაობა გამოდგა. თუმცა სხვებსაც ნუ დავუკარგავთ ამაგს. მაგლითად, ძალიან ლამაზი გახლადთ დავითაშვილის ორივე გოლი.

ლიახვიდან და რკინიგზამდე

უგოლოდ დაასრულეს თავისი მატჩები ლიდერთა ჯგუფში მყოფმა „დინამომ“ და „დილამ.“ ამისდაკვალად, გია გეგუჩაძის გუნდმა კონკურენტებს 5 ქულით გაუსწრო.

„ლოკომოტივი“ კვლავ დამარცხდა. მართლაც ვერ იქნები ამ გუნდის მიმართ გულგრილი. ძალიან საწყენია. ორიოდ წლის წინათ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ევროპაშიც გვასახელა. თუნდაც მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება რად ღირდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მერე „გრანადა,“ რომლთან მატჩშიც შეამჩნიეს კიდეს ესპანელებმა გიორგი მამარდაშვილი.

ზედიზედ 14 წაგება თითქმის განაჩენია. იყო ერთხელ ასეთ გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში -ცხინვალის „ლიახვი.“ პირველ სეზონში (1990 წელს) ზედიზედ 24 წაგების შემდეგ მოიხსნა გათამაშებდან, დარჩენილ 10 მატჩშიც თითოეულში 0:3 წაგება ჩაეთვალა და სეზონი 0 ქულით დაასრულა.

იმედია, ასეთი უსიამოვნო ისტორია არ გამეორდება და „რკინიგზელები“ იპოვიან გამოსავალს ჩემპიონატის ღირსეულად დასასრულებლად.

წყალტუბო

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
ტორპედო – თელავი 1:1.     მარიამ კეთილაძის ფოტო

გიორგი მიქაძის „სამგურალმა“ ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა, ქულებით თბილისის „დინამოს“ გაუთანაბრდა და სამეულშიც (ანუ, ევროზონაში) დამკვიდრდა. ჯამში კი ეს წყალტუბოელთა მიჯრით მე-8 დაუმარცხებელი მატჩი გამოდგა.

ეროვნულ ლიგაში გადმოსვლის შემდეგ ,,სამგურალმა” ,,დინამო არენაზე” 5 შეხვედრა გამართა და არც ერთში დამარცხებულა (3 მოგება და 2 ფრე).

„სამგურალი“ შარშანაც ყოჩაღი გუნდი გახლდათ, დებიუტანტის კვალოვაზე საკმაოდ მოწიფულ ფეხბურთს თამაშობდა. ევროთასებზე მოსახვედრადაც სულ ცოტა დააკლდა – საქართველოს თასის ფინალი წააგო „საბურთალაოსთან“ (0:1).

წლეულს კი ნელ-ნელა თამამ განაცხადს აკეთებს საპრიზო ადგილებზე.

„ტორპედო“ ისევ უმთავარმწვრთნელოდ

„ტორპედო“ შინ კერკეტ „თელავს“ დაუზავდა. „რამაზ შენგელიაზე.“ მაყურებელი დისკვალიფიკაციის გამო ისევ არ იყო. სამაგიეროდ, დამრიგებლის სკამზე ადგილი სასჯელმოხდილმა შოთა ბაბუნაშვილმა დაიკავა, რომელიც გუნდიდან ახლახან წასული გია ცეცაძის ასისტენტი გახლდათ. მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა კი ისევ არ ჩანს.

 

დინამო 0:0 საბურთალო

სიონი 0:0 დილა

გაგრა 0:2 სამგურალი

0:1 კიკაბიძე (35), 0:2 ჯერალდო (38)

ტორპედო 1:1 თელავი

1:0 კუხიანიძე (77 პენ), 1:1 ხაბულიანი (83)

ბათუმი 7:2 ლოკომოტივი

1:0 დავითაშვილი (14), 1:1 ქველაძე (16), 2:1 ჯიღაური (23), 3:1 კვარაცხელია (31), 4:1 ჯიღაური (33), 4:2 ომარაშვილი (37), 5:2 რადინი (48), 6:2 გაფრინდაშვილი (76), 7:2 დავითაშვილი (82)

გაძევება: ხარაიშვილი (59) – საბურთალო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი27186366:2160
დინამო27185458:2359
ტორპედო271341038:4043
დილა27126933:2642
სამგურალი27119741:3142
საბურთალო271071041:3637
თელავი276111025:2929
სიონი276101128:4628
გაგრა27671427:4625
ლოკომოტივი27132323:826

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი – 9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 8, ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე – ბათუმი), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 5