ნაციონალური ჰოკეის ასოციაცის (NHL) წესებით, „სტენლის თასის“ გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს უფლება აქვს ეს ჯილდო საკუთარ ქვეყანაში ჩაიტანოს და იქაური გულშემატკივრები გაახაროს.
თუმც, წლეულს გამონაკლისი იქნება. NHL-ის კომისიონერის მოადგილე ბილი დეილი ამბობს, რომ წლეულს გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში რუსი ჰოკეისტი თუ იქნება, „სტენლის თასს“ საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩაიტანს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკითხი ამ დროისთვის განხილვის საგანი იყოს. ვფიქრობ, „სტენლის თასის“ რუსეთში ჩატანა არ მოხერხდება“, – აცხადებს დეილი.
გეტყვით, რომ NHL-ის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან: „ფლორიდა“ – „ტამპა ბეი“; „კაროლინა“ – „ნიუ იორკ რეინჯერსი“; „კოლორადო“ –  „სენტ ლუისი“; „კალგარი“ – „ედმონტონი“. ამ წყვილებში საკმაოდ ბევრი რუსი ჰოკეისტია თავმოყრილი.
Stanley Cup has incredible history