„ნიუკასლის“ მფლობელებს მთავარ მწვრთნელად თურმე ჟოზე მოურინიუს ხილვა სურთ.
ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 59 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „კაჭკაჭების“ თავკაცად იხილონ. არადა, გუნდის ახლანდელი მწვრთნელი ედი ჰაუ საკუთარ საქმეს ჩინებულად უძღვება – „ნიუკასლი“ გავარდნას გადაარჩინა და თავი გულშემატკივრებსაც შეაყვარა.
ინგლისური ლიგა მოურინიოსთვის უცხო არ იქნება. პორტუგალიელი ლონდონის „ჩელსის“ ორჯერ წვრთნიდა და „არისტოკრატებთან“ ერთად სამჯერ აქვს მოგებული პრემიერლიგა. მოურინიუ ბრიტანეთში „მანჩესტერსა“ და „ტოტენჰემსაც“ თავკაცობდა.
ამჯერად მოურინიო იტალიური „რომას“ მწვრთნელია, რომელიც კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა და წინ სატიტულო მატჩი ელის. თავადაც ამბობს, რომ იტალიაში დარჩენა კიდევ ერთი სეზონით სურს, არადა, კონტრაქტით რომში 2024 წლამდე უნდა იმუშაოს.