იურგენ კლოპს ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებს „ლივერპული“ პენალტებში ყოველთვის მოგებას. წლეულს ორი ფინალი უკვე „გადააგორეს“ ასე, პენალტების სერიაში, ორივეჯერ „ჩელსისთან“.

„ყველამ ვიცით, რომ ეს ლატარეაა. სხვა აზრი არც მე მაქვს, მაგრამ ფაქტია, ისევ მოვიგეთ. ვმუშაობთ კომპანია Neuro11-თან, სადაც 4 გერმანელი ბიჭიცაა. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე წლის წინ დაგვიკავშირდნენ. ისინი ნეირობიოლოგები არიან. შემოგვთავაზეს პენალტების სერიაზე გავარჯიშებთო. დავინტერესდით: „სერიოზულად“ მაშინ დავიწყოთ, საინტერესოა“.