Fabrizio Miccoli in carcere: «Sta resistendo, è un detenuto come gli altri»- Corriere.itიტალიის ნაკრების ყოფილი შემტევი ფაბრიციო მიკოლი ციხიდან გაათავისუფლეს.

მას 3,5 წელი ჰქონდა მისჯილი, შარშან ნოემბერში დააპატიმრეს და პირობითი სასჯელით გამოუშვეს.

მიკოლის მაფიოზური კავშირები და კრიმინალური გზით ფულის გამოძალვა დაუმტკიცდა.

„იცოდეთ, მე ფეხბურთელი ვარ და არა მაფიოზი. სიკეთის გაკეთბა მსურდა და ვერ ვხვდებოდი, თუ ვისთან ვიჭერდი საქმეს“, – თქვა მაშინ მიკოლიმ.

ფაბრიციო მიკოლი „იუვენტუსში“, „პალერმოში“ და სხვა გუნდებში თამაშობდა. 42 წლის გახლავთ.